суббота, 13 апреля 2019 г.

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან, გავაკეთეთ ჩვენი პროექტები პრეზენტაციები. ავტვირთეთ ბლოგზე და შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები.გავეცანით ვიდეოგაკვეთილებს.
 ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი იყო, რადგან ვისწავლე ბლოგისა და პორთფოლიოს შექმნა, შენახვა, რაც დამეხმარება ჩემ მიერ ჩატარებული აქტივობები ავტვირთო და გამოვაქვეყნო.პროექტის ფარგლებში შევეხეტ და შევისწავლეთ უმნიშვნელოვანესი პროცედურები, რომლებიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვასა და წარმართვაში.
უღრმესი მადლობა ტრენერს, ნინო კაჟაშვილს, ასეთი საინტერესო, მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის. მან ძალიან დაწვრილებით და ამომწურავად მოგვაწოდა ინფორმაცია. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 7 апреля 2019 г.

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგის დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შევისწავლეთ კითხვარის შედგენა, შევიმუშავეთ კითხვები ღია და დახურული კითხვარისთვის. შევისწავლეთ გამოკითხვის შედეგების სხვისთვის გაზიარება. ჩემ მიერ შედგენილი კითხვარის მოძებნა, პასუხების დანახვა, რედაქტირება.

პროექტის კითხვარი

суббота, 6 апреля 2019 г.

პინიკიოს თავგადასავალი

პეპი გრძელიწინდა

პატარა უფლისწული

ტომ სოიერის თავგადასავალი

ვიდეო ალექსანდრე მაკედონელის შესახებ

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რადგან ტრენინგის დასწყისშივე გავეცანით აღქმის სტილის თავისებურებებს, ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის მნიშვნელობისა და გაკვეთილის პროცესში მისი გამოყენების ხელსესაწყობად საჭირო აქტივობების შესახებ, რაც დამეხმარება გაკვეთილის ისე წარმართვას, რომ ხელი შვუწყო ყველა ინტელექტის მქონე მოსწავლის ჩართვასა და წახალისებას. ტრენინგის მსვლელობისას ვისაუბრეთ ტვინის ჰემისფროების შესახებ. ასევე ვისაუბრეთ თუ რა ღონისძიებები უდა დავსახოთ მოსწავლეთა თვითეფექტიანობისა და თვითეფექტიანობის გასავითარებლად. ტრენერმა ისაუბრა დღიურის დანიშნულების, ჩეკლისტის მნიშვნელობის შესახებ. გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებს.განვიხილეთ შაბლონები, რამაც საშუალება მოგვცა, თვითონვე შეგვექმნა სრულფასოვანი და მოსწავლეებზე მორგებული შაბლონი. 

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან, გავაკეთეთ ჩვენი პროექტები პრეზენტაციები. ავტვირთეთ ბლოგზე და შევაფა...